დაუმონტაჟებელი კადრები ბათუმიდან, სადაც ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა - Palitra News

დაუმონტაჟებელი კადრები ბათუმიდან, სადაც ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა

2019-01-04 18:00:18+04:00

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი წვიმაა.

იხილეთ:

რას ჰყვება დაზარალებული, რომლის მანქანას დაპარკინგების დროს სახურავი დაეცა და თვითმხილველებმა გამოიყვანეს - "წამდენიმე წამში მთლიანად წამოვიდა ეს შენობა"

"ერთს ფეხის ტრამვა აქვს, მეორეს თავის, უგონო მდგომარეობაშია" - ვიდეო ბათუმიდან, სადაც ქარისგან დაზარალებულები სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყავანა