"პალიტრა მედია ჰოლდინგი" ახალ სოციალურ პროექტს იწყებს, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი "დაუმეგობრდი ფერებს" ითვალისწინებს საჭიროების მქონე ბავშვების სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურით უზრუნველყოფას, რაც მათ სამყაროს შეცნობაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს, რომ "იკითხონ და შეეხონ სამყაროს". საწყის ეტაპზე დაგეგმილია სპეციალური ბიბლიოთეკების შექმნა, იმ ცენტრებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საქმიანობენ.