კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის, გვანცა გარმელიას განცხადებით, „ამირანის" შესასვლელთან ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „პალიტრა ნიუსს" გარმელიამ განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ ჩაიდინა ვანდალიზმი, თუმცა შემთხვევის შედეგად დამტვრეულია კინოთეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორი. გარმელია აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის ფაქტი 9 ნოემბერს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.