საქართველოში დასაქმებულთა შრომითი პირობები და უსაფრთხოება ძირითად შემთხვევაში ისევ დაუცველია. კომპანიათა უმრავლესობა საკუთარ თანამშრომლებს ელემენტარულ პირობებსაც ვერ უქმნის. გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა თუ საევაკუაციო გეგმის არსებობა თითოეული დასაქმებულისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, დამსაქმებლები თანამშრომლებთა უფლებებს ხშირ შემთხვევაში ამ კუთხითაც უხეშად არღვევენ.
გასული 4 წლის მანძილზე, საქართველოში 12-მდე ბაზრობა დაიწვა. ბოლო მაგალითი ბავშვთა სამყაროა, სადაც ათასობით მოვაჭრე ფინანსურად დაზარალდა. დაცული იყო თუ არა სავაჭრო ცენტრში სახანძრო უსაფრთხოების ზომები, საკითხს პროფკავშირებშიც შეისწავლიან.