13:32
26 იანვარი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლები 2019 წლის პირველ ნახევარში 57%-ით გაიზარდა
22-07-2019

დაცული ტერიტორიების ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის პირველ ნახევარში  30%-ით გაიზარდა  და 2 მილიონ  700 ათას ლარს მიაღწია.  შარშან ეს მაჩვენებელი  2 მილიონ  44 ათასი ლარი იყო.  ამასთან, 32%-ით გაზრდილია იჯარიდან მიღებული შემოსავლებიც და  2 მილიონ 11 ათას  ლარს გადააჭარბა.  ტყითსარგებლობის კომპენსაცია და საშეშე მერქნის გაცემის მომსახურებაში კი შემოსავლები  მიმდინარე წლის 6 თვეში 12-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 764  000 ლარს მიაღწია. სხვა სახის შემოსავლები 7%-ით არის გაზრდილი.  აღსანიშნავია, რომ ჯამში,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველ ნახევარში,   3 მილიონ 774 ათას 722 ლარი შეადგინა, რაც 57%-ით მეტია  2018 წლის  6 თვის მონაცემთან შედარებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები