2018 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 ათას 617 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების 55% ქართველი, ხოლო 45% - უცხოელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით არის გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ესტუმრა. ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია კი საანგარიშო პერიოდში - პრომეთეს მღვიმე, თბილისის და ყაზბეგის ეროვნული პარკები, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო.