დაცულ ტერიტორიებზე, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 ათას 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი.