დღეიდან დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა. ბილეთების ფასმა საშუალოდ 10%-15%-ით მოიმატა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ამის მიზეზი ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვა გახდა. რაც შეეხება ბილეთის ფასებს, „მარტვილის კანიონში“ შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან - 10 ლარამდე და 35 თეთრამდე; „პრომეთეს მღვიმეში“ 10 ლარიდან - 11 ლარამდე 50 თეთრამდე; „სათაფლიაში“ 7 ლარიდან 8 ლარამდე; ხოლო „ოკაცეს კანიონში“ 8 ლარიდან 9 ლარამდე და 20 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს, მათთვის განსხვავებული და უფრო მაღალი ფასები მოქმედებს.