დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ - იუმორისტს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს - Palitra News

დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ - იუმორისტს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს

2017-06-14 17:08:49+04:00

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. როსტომაშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.სამინისტროში ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.

გამოყენებულია "ჯორჯიან თაიმსის" ფოტო