თურქეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექვსი კი დაკარგულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, უხვი ნალექი ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში რამდენიმე დღე გაგრძელდა. სტიქიამ ქალაქ დუზჯესა და აქჩაქოჩაში დააზიანა საცხოვრებელის სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. წყლის ნაკადმა წაიღო ავტომობილები. სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 69 ადამიანის ევაკუცია განხორციელდა. ისინი დატბორილი ტერიტორიებიდან საკუთარი ძალებით თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ. სამაშველო სამუშაებო 20 ივლისს მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.