წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ჟონეთში სკოლის ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა ჟონეთიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზაც გადაკეტა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ, სოფელი იტბორება და აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებას სთავაზობენ და ითხოვენ, გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებლებს შეაფასებს. ბოლო ორი თვის მანძილზე, სოფელი ძლიერი წვიმისგან სამჯერ დაიტბორა.