დატბორილი სახლები, დაზიანებული ხიდები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაზარალდა სენაკის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები. ადგილეზე, მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.