დატბორილი თბილისის ცენტრი - საბურთალოს ქუჩის და პეკინის გამზირის კვეთაზე, სადაც საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაობი ტარდება, წყალსადენის მაგისტრალური მილი გასკდა. მილის დაბზარვამ და გასკდომამ წყლის გამოსვლა გამოიწვია, რომლის შემდეგად დაიტბორა მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. დაზიანებული ადგილი თბილისის მერის მოადგილემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა დაათვალიერეს. ლაშა აბაშიძის თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება. ამასთან დაზიანებულ მაღაზიებს მიყენებულ ზარალს თბილისის მერია სრულად აუნაზღაურებს.