დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რამდენი ზარი შევიდა 112-ში ღამით და რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმის დროს? - Palitra News

დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რამდენი ზარი შევიდა 112-ში ღამით და რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმის დროს?

2018-06-12 10:11:31+04:00

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, 153 შეტყობინება შევიდა უწყების განმარტებით, შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა "ყველაზე მეტი შეტყობინება ფიქსირდებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შემოსულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისან-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა. მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა. თუმცა მაშველებმა მისი გაწმენდა მალევე მოახერხეს