"ენგურჰესზე" მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აფხაზური მედია ვიდეოს ავრცელებს. ვიდეომასალაში დატბორილი სადგურია ნაჩვენები. ამასთან, ადგილობრივი მედია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურის ინფორმაციას ავრცელებს."აფხაზეთის სამ რაიონში - ოჩამჩირეს, გულრიფშისა და გალის რაიონის ნაწილში, აგუძერას გარდა, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა ენგურჰესზე მომხდარი ავარიის შედეგები აღმოფხვრილი არაა, - ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური იუწყება."ყველა აბონენტს, რომლებიც ავარიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, ენერგომომარაგება აღუდგათ. ავარიის შედეგები ჯერ აღმოფხვრილი არაა, გრძელდება შესაბამისი სამუშაოები", - ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.