მექსიკას ტროპიკული შტორმი „ბეატრისი“ უახლოვდება. უამინდობას ოაქსაკას რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 ადამიანი. გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა დასახლებები, ზოგიერთ რაიონში კი მეწყერიც ჩამოწვა. ქარიშხალი ბეატრისი წყნარ ოკეანეში წარმოიქმნა, ქარის სიჩქარე ეპიცენტრში საათში 75 კილომეტრს აღწევს. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, დაზიანდა ხიდებიც. შტორმის გამო რეგიონში დროებით შეწყდა საზღვაო და ავიამიმოსვლა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო აღდგენითი ოპერაცია მიმდინარეობს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.