კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.რაც შეეხება დათა ახალაიას, სასამართლომ განზრახ მკველობის ბრალში დამნაშავედ სცნო და 12 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეწ. ნავთლუღის სპეც ოპერაცია კუდმა დათა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით 2006 წლის 12 იანვარს ჩაატარა. ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია განზრახ მკვლელობა იყო.