დასუფთავების ქვეითი ინსპქეტორები თბილისში მარტის ბოლოდან გამოჩნდებიან. ”თბილსერვის ჯგუფის” ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარე ტრენინგის დასრულების შემდეგ ქვეითი ინსპექტორები, პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ და ტურისტულ უბნებში მოახდენენ ინსპექტირებას.
ინიციატივის მიხედვით ქვეითი დასუფთავების ინსპექტორი ქუჩაში მოსიარულე ადამიანს გარემოს დაბინძურების ფაქტზე დააჯარიმებს. ქვეითი დასუფთავების ინსპექტორები აღჭურვილი იქნებიან კამერით და ქალაქში სისუფთავეს გააკონტროლებენ.