საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეოჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის უკრაინაში თანამდებობისთვის არ დაბრუნებულა. აღნიშნული შეთავაზებით კლიჩკომ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ მიმართა. როგორც სააკაშვილი ამბობდა, ის გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან ერთად მიიღებდა.