"თოფაძე - "მრეწველები", ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "მრეწველების" მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. გარდა ამისა, რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩსაც", რომელმაც შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გუშინ მიმართა.