კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტში - ოთარ კახიძეს საფერფლით თავი გაუტეხეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატების ოთახში გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის კამათის დროს, გიორგი კანდელაკმა საფერფლე ისროლა. ნივთი კი ზარდიაშვილის ნაცვლად , შემთხვევით ოთარ კახიძეს თავში მოხვდა. კახიძე, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეპუტატები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.