25 თებერვალი საქართველოს ანექსიისა და საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს. დროშები დაეშვა ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებშიც. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება. პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პოლიტიკოსები ტაბახმელაში დღეს 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.