ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ნეიმარ ჟუნიორის ტრავმა შემაშფოთებელი გამოდგა პარიზ სენ ჯერმენის ხელმძღვანელობისთვის. ფრანგული კლუბის ბოსებმა ბრაზილიაში სასწრაფოდ ექიმები გაგზავნეს, რომლებმაც 27 წლის ფეხბურთელს დიაგნოზი დასუვეს. ბრაზილიელს კოჭვივის მყესი აქვს დაჭიმული, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და ერთ თვეში მწყობრში ჩადგება. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ყატართან ამხანაგურ მატჩში (2:0) მიიღო და შეცვლის შემდეგ მოედანი მედპერსონალის დახმარებით დატოვა.