თბილისიდან კოპიტნარამდე მაგისტრალური მიმოსვლა დაიწყება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მაგისტრალური მიმოსვლა იქნება კოპიტნარის აეროპორტში და ყველა მატარებელს, რომელიც დასავლეთის მიმართულებით ივლის, გაჩერება ექნება კოპიტნარში. თბილისიდან დასავლეთისკენ და პირიქით მიმავალი მატარებლები კოპიტნარის ძველ სადგურში გაჩერდებიან, ხოლო სადგურიდან აეროპორტამდე, დაახლოებით 1,8 კილომეტრის მონაკვეთზე, მგზავრებს ავტობუსი მოემსახურებათ. მატარებლის ბილეთის ფასში ავტობუსის მომსახურებაც შევა.