აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს და მავნებლის კონტროლის ღონისძიებებს უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ. იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა; საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და მეფუტკრეებთან.