დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე, აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, სამივე რეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებაში ეხმარებიან და წმენდენ წაქცეული ხეებისგანჩახერგილ გზებს.