საქართველოში დასაქმების პრობლემა კვლავაც აქტუალურია. ამის მიზეზი კი შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამობაა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ უმუშევრობის გამომწვევი მთავარი მიზეზი, სამუშაო ძალის დაბალი პროდუქტიულობაა. ასოციაციის თავმჯდომარის ამბობს, რომ ბიზნესის მოთხოვნა აცდენილია იმ უნარებს, რაც დასაქმების მსურველებს აქვთ. ეს კი საბოლოოდ, უმუშევრობის მაღალ დონეს იწვევს. ელგუჯა მელაძის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში განვითარდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება.სამუშაო ძალის დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობენ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებიც. "დიოს" დამფუძნებლის თქმით, საჭიროა რომ სახელმწიფომ უკეთ შეისწავლოს შრომის ბაზარი, კერძოდ კი, თუ რა მოთხოვნობები აქვს ბიზნესს და ამის გათვილასწინებით შემუშავდეს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები.სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31 როგორც სახელმწიფო, ისე კერძო აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. სწავლის მსურველებს სახელმწიფო აფინანსებს. აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ცნობისთვის გასულ წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.