ვინ გახდება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი - გადაწყეტილებას ამ თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე უახლოეს დღეებში მიიღებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. გუნდის წევრები იმასაც აცხადებენ, რომ მათთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ითქვა, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიმართება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დასახელდება ისეთ კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში დაამარცხებს კონკურენტს.