Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მას მოსდევს, პარიზი და ჰონ-კონგი. როგორც ცნობილია, კვლევისას 133 ქალაქში აკვირდებიან საერთო საგნების ღირებულებას, მაგალითად, როგორიცაა პურის ფასი. ამის შემდეგ, აკვირდებიან წლის განმავლობაში მოიმატა თუ დაიკლო ფასმა სხვადასხვა საგნებზე.
როგორც „ბიბისი“ წერს, პარიზი 2003 წლიდან ევროპის ტოპ-10 ძვირადღირებულ ქალაქს შორისაა, სადაც ცხოვრება "უკიდურესად ძვირია": „ქალაქში მხოლოდ ალკოჰოლის, ტრანსპორტის და თამბაქოს ფასი ემთხვევა სხვა ევროპული ქვეყნების ფასებს“.