29 მაისს პორტუგალიის ქალაქ პორტუში უეფას "ჩემპიონთა ლიგის" 2020-21 წლების სეზონის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისური კლუბები, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან. ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიებას ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Marshmello გახსნის, რომელიც მაყურებლებს ვირტუალურ, 6-წუთიან პერფორმანსს შესთავაზებს.არაერთი ჰიტის ავტორს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს MTV EMA-ზე მარშმელოუმ წლის საუკეთესო ელექტრონული არტისტის სტატუსი დაიმსახურა.