მსოფლიოში ყველაზე მეგობრულ ქალაქად ვანკუვერი დასახელდა. მოგზაურობის შესახებ ვებგვერდმა Big 7-მა სოციალურ მედიაში 1.5 მილიონი ადამიანი გამოკითხა. მათ უნდა დაესახელებინათ ქალაქი, რომელსაც ყველაზე მეგობრულად მიიჩნევდნენ. შედეგად 50 ყველაზე მეგობრული ქალაქი გამოვლინდა, მათგან პირველი ადგილი კი კანადის ქალაქმა - ვანკუვერმა დაიკავა.