მსოფლიო ეკონომიკისთვის მთავარ მოკლევადიან და გრძელვადიან რისკებს შორის მზარდი ფინანსური სიმყიფე, ვაჭრობასა და გეოპოლიტკაში დაძაბულობის ზრდა, ასევე უთანსწორობა და სუსტი სტრუქტურული ზრდა სახელდება. ამის შესახებ საუბარია კომუნიკეში, რომელიც ბუენოს აირესში გამართულ დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების სამიტის მონაწილეებმა მიიღეს."ოცეულის" აზრით, მსოფლიო ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, თუმცა განვითარებადი ქვეყნები ბაზრების არასტაბილურობას და კაპიტალის გადინებას ებრძვიან. ამასთან, დოკუმენტში საუბარია, რომ ბევრი განვითარებადი ეკონომიკა ახლა უკეთესად არის მომზადებული ცვლილებებისთვის.