საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. სააკშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა გეგმა აქვს, თუმცა, ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება რუსეთიდან აჭარაში ტურისტების შემოყვანამ განაპირობა.