"აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა. ალბათ ჩამოვიდა საქართველოში და იმედი ჰქონდა, რომ ნორმალური ცხოვრება ექნებოდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განაცხადა.იდიგოვი დარწმუნებულია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდამდე სურვილი ჰქონდა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარში ჩატაევი გარეული არ ყოფილიყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ჩატაევი საქართველოში ასეთ რამეს არ გააკეთებდა და ამის საფუძველიც არ ყოფილა.