ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა. საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გუნდში იმსჯელებენ დარჩებიან თუ არა დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარე რომან კაკულია და მარიამ ჯაში თანამდებობებზე. მარიამ ჯაშის თქმით, ის საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია. ჯაშმა და კაკულიამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.