ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გახლავთ ძალიან დიდი შრომის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ საპარლამენტო გუნდმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მართლაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, რათა კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს უპასუხა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას "თბილისობა" მიულოცა.