თილისში, ბულაჩაურის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ნისანის" ტიპის ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილების მძღოლები დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.