ლეგენდარული ფილმის "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის დართ ვეიდერის 24-კარატიანი ოქროსგან ჩამოსხმული ნიღაბი 1,4 მილიონი დოლარად გაიყიდება. "ვარსკვლავური ომების" ფრანჩიზას 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ნიღაბი ტოკიოში „გინზა ტანაკას“ საიუველირო მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მაღაზიაში წარმოდგენილია ფილმთან დაკავშირებული 24-კარატიანი ოქროს მონეტებიც, რომელთა ღირებულება 1,202-დან 11,124 დოლარამდეა.ძვირფასი ნივთების გაყიდვა 4 მაისს, "ვარსკვლავური ომების" ფრანჩიზას დაბადების ოფიციალური თარიღის დღეს იგეგმება.