DART Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით პირდაპირი რეისის შესრულება დაიწყო. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ჟულიენის აეროპორტში კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.