დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წელს დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაახლოებით, 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 მილიონ 179 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.