დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა დილის 6 საათიდან აღდგა. ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება ამ ტერიტორიაზე ღამის 12 საათიდან აკრძალული იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მანქანების მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
დარიალის ხეობაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, 14 აგვისტოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სამუშაო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყდა. საგანგებო რეჟიმი ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას უკავშირდებოდა.