პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას ითხოვს. ქართული ოცნების დეპუტატის განმარტებით, უცხოელი და საქართველოს მოქალაქე თანაბარი შესაძლებლობებით არ უნდა სარგებლობდნენ და ცვლილებები მთავარ და ორგანულ კანონებში უნდა შევიდეს.ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გასხვისების დროებით შეჩერებას ითხოვს.