2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დარღვევებით მიმდინარე სამუშაოების გამო 54 სამშენებლო ობიექტი შეჩერდა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ პერიოდში სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება კი 126 ობიექტის მიმართ დაიწყო.
მერის ცნობით, სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებულმა საჯარიმო თანხის მთლიანმა ოდენობამ 627 ათასი ლარი შეადგინა.