2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მონიტორინგი თანამდებობის პირთა 287 ქონებრივ დეკლარაციას ჩაუტარდა. ამის შესახებ, საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია დადებითად შეფასდა.ბიუროს ცნობით, დეკლარაციების შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებს შორისაა: შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში; დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში და სხვა. ამასთან, საჯარო ბიუროს ინფორმაციით, დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო ზოგიერთი თანამდებობის პირი დაჯარიმდა. მათ შორის არიან: 6 მოსამართლე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; ამასთან, თბილისის საკრებულოს შემთხვევაში დაჯარიმდა - 1 პირი, ასევე ბიუროს ცნობით, გამგეობების თანამდებობის პირებიდან დაჯარიმდა 5 დეკლარანტი.