სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მე-3 კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 322 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.აღსანიშნავია, რომ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა საანგარიშო პერიოდში 48.8 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა და 56 მილიონ 500 ათას ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 54 მილიონ 500 ათასი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას - 46 მილიონ 300 ათასი დოლარით ენერგეტიკის სექტორი იკავებს.