მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში იმყოფება და უკრაინაში შესვლას უკვე რამდენიმე საათი ცდილობს, მატარებლით საზღვრის გადაკვეთის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ისევ ავტობუსით გადაწყვიტა უკრაინაში გამგზავრება.მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდა და ქართულენოვანი ტელეკომპანიებიდან მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ესაუბრებოდა.ექსპრეზიდეტმა "იმედს" ბიძინა ივანიშვილის კარის ტელევიზია უწოდა, "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს კი ივანიშვილის აგენტები ეძახა.