გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან. გრიგოლ ვაშაძე და თინათინ ბოკუჩავა ომბუდსმენს ინფორმაციას სოფელ ველისციხესთანგანვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აწვდიან.ამ ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენმა განცხადება ჯერ კიდევ კვირას გაავრცელა და სამართალდამცავებს მოუწოდა, საშუალება მიეცათ აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოეყენებინათ.