დაპირისპირება თბილისის მერიასა და კომპანიას შორის, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას აპირებს, ისევ გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" ასაშენებლად, კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტაცია მოიგო, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა სასტუმრო არ აშენდეს. კომპანიის დირექტქორი გოგა ზაქაიძე კი აცხადებს, რომ მერია, უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ ემორჩილება და ამის გამო, კომპანიას სოლიდური ფინანსური ზიანი ადგება.
დედაქალაქის ვიცე-მერი არ მალავს, რომ მერია საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. რადგან ნებართვა, რომელიც 2013 წელს სპეციალური აქტის საფუძველზე გაიცა, დღესაც ძალაშია. ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც მერიას შეუძლია გოგა ზაქაიძეს შესთავაზოს, არის მიწის მონაცვლეობა, ან სასტუმროს პარამეტრების შეცვლა. რაზეც კომპანიის დირექტორი უარს აცხადებსცნობისთვის, 2013 წლის 24 ივლისს, თბილისის იმდროიდნელმა მერმა გიგი უგულავამ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების ნებართვა გასცა. ამავე წელს კომპანია ,,ტიფლის დეველოპმენტი“ 7-სართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, რომელიც 2 მილიონ 700 ათას დოლარად შეიძინა. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ გოგა ზოქაიძე უგულავას მეგობარი იყო და მშენებლობის უკან თბილისის მერის პირადი ინტერესები იდგა, თუმცა თავად უგულავა ამ ფაქტს უარყოფსსასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მერი აზრს არ შეიცვლის, ის კვლავ განაგრძობს სასამართლოს გზით ბრძოლას, ოღონდ ამჯერად უკვე მერიის წინააღმდეგ.