პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო. პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ. აქციაზე ასევე მივიდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები. მათ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.