ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერების აქციას "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ჩაუარეს მანქანით, რასაც შარაშენიძის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ გზა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა, სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგე მხარეების დაპირისპირება მალევე განმუხტეს.